↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვალთა ბრძოლა

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2025-05-131 წთ საკითხავი19203 ნახვა

—
(პირველი იანვრის ღამის არშიებიდან)
ერთის წუთით, საუბრისას მომაშტერდი, როგორც სურათსდა კითხვები უცნაური, გამომკითხე უცნაურად.
უხმო ბრძოლა იმართება... უხმოდ იბრძვის ჰინდის ჯარი,ყრმა თავადი დამატყვევეს, დაუფინე ძირს აბჯარი...
ნაზ ნაპერწკლად ჩვენს თვალებში, ახმაურდა ბრძოლის ჟინიდა არ ისმის აბჯრის ჩხარი, არც ზურნა და არც ყიჟინი!..
ჩუმ პეპლებად თოვლი ცვივა, შავად მოსჩანს ირმის გზანი,მიცვალებულს მთვარეს სტირის თმაგაშლილი მოლოზანი!..
1917
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი