პოეზია · ლირიკა
თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით
გიორგი ლეონიძე 1899–1966
თუ კი ვცოცხლობთ სიმღერების იმედით,იანვარშიც აღარ გავიყინებით...საათნავას ანაფორის უბეშიჩარჩენოდა ჭიანურის სიმები.
გაუმარჯოს, ვისი გულიც გულია!ვისაც თოვლში ოცნებით გაუვლია!ვინც გესროლა თოვლი და გაგიღიმა,სიყვარულით ვინც კი გათანგულია!
ვისაც გულში სიმღერა ჩაგრჩენიათდა სიმებზე არ დაგღლიათ ხელები,დაიბუგეთ და იყავით იავარ!მიანარცხეთ ჩანგზე საფეთქელები!
მე მაჟრჟოლებს ჩემი დიდი დროება...დავინახე, ცეცხლი ცეცხლზე მოება,დავინახე, მეხმა როგორ დააპოსაქართველოს საყდრული მყუდროება!
ლეონიძე! ამ დღეებს უდარაჯე,შენ თუ გასძლებ ― შენივ სიტყვის იმედით...საათნავას გაყინულ სუდარაშიჩარჩენოდა ჭიანურის სიმები...