პოეზია · ლირიკა
ახლა ვწერ
ზურაბ გორგილაძეს
ახლა ვწერ ჩემზე,თქვენზე, სხვებზე,თითქმის ყველაზე,მძულს გულგრილობადა ღალატი,რადგან სიკეთე,რომელსაცყველა ვქადაგებთ და...მაინც ვივიწყებთ,რაღაცუცნაურ სახეს იღებს,იმიჯს იკეთებს.ღმერთო, როგორ მღლისდა მაწუხებს თვალთა ელვანი,ფარისეველთა, იუდათაავნი მზერანი...და რატომ გიკვირთ,რატომ გიკვირთ,თუ მეშინია,ამ წუმპესა დატალახში არჩამრჩეს მერანი.შოთას, ვახტანგის,სულხან-საბასტატოს რაშები,აკაკის, ვაჟასდა ილიასგულის ძგერანი,ქართული სულიმზის სხივებთანნათამაშები,რომელთა ღირსნივაითუ, ვერ გავხდეთვერავინ.ეს გული ტკივილსგაუგლიჯავსგულისგულამდე,სული ქართულიმე მაგონებს,უხედნ ულაყებს,რომელთაცსივრცე-ნაგვალვარიტორით უპყრიათ,მათთვის ლაგამითავისუფალ სულის ხუნდია.ვარ მყვირალობას ხარ-ირემიყელგაღადრული,გიხმობ, გეძახისისხლო ჩემო,სულის ზიარო,ღმერთო, ამქვეყნადნუთუ მართლაცარავინ არი,რომ ჩემთან ერთადამ გოლგოთისგზით აიაროს.ვარ გარჩენილიქარაფის-პირს,ვით ორაგული,და ხელთ მიპყრიაარა ჩემი _სამშობლოს გული.და ვეძებ ახლანათელს,ძლიერს,ზნეკეთილს,სუფთას...ქართველს, რომელსაცსულზე მეტადსამშობლო უყვარს.P.S. მე თუნდ გოლგოთასან ქარაფშისიკვდილს არ ავცდე,ოღონდ ეს გულითითოეულქართველს გადავცე.