↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბავშვობის მონატრება

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი5073 ნახვა

—
გარახის მთებიდან ოცინდალეს გავყურებ,ციალებს თოვლი სინათლედ დაღვრილი,შენს გზებზე, ბილიკებზე ასკინკილა მირბენია,უკან გიბრუნდები დაღლილი...ეჰეი,ლუგელას ბინდიანო ტყისპირებო,ლებარდეს ტყეებიდან ჩამოსულან ნისლები...სიზმრებო, ისეთი კარგი და ფერადნი ხართ,თითქოს კვლავ ბავშვობას მპირდებით.ჩემს სულში ნელა და ლამაზად ლაგდებიანტკივილი, ხალისი, ნატვრა და ფიქრები...მე თქვენგან არსად წავალ, მე ქარად დავბრუნდები,ან თქვენი ყოჩივარდა ვიქნები.სიზმრებო, სიზმრებო...შემეშვით, დამეხსენით,იქნება ცოტა მაინც დავისვენო,გიბრუნდებით ბავშვობის მხიარულო ნაპირებო,ვაითუ, ვეღარ გამიხსენოთ!
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი