პოეზია · ლირიკა
მინდა
მინდა, რომ ახლა,სუბსარქისისდაუღლელ ქარებს,თებერვლისთბილზე თბილი დარითაღგზნებულ ქარებსდა ზღვის მოლურჯო-მოიისფრო,მღელვარე თვალებს,მოუნდეთ უცებ დაწყნარება,მარტო დარჩენა,(ჩაღრმავება საკუთარ თავში,რათა ხმაურს არ დაუკრან ტაში).ისევე, როგორც მე მომინდა,მე მომენატრაფიქრი იმგვარად,რომ ეს ქარიხელს არ მიშლიდეს,არ მიმღვრევდეს სულის სიმშვიდეს.არ მაშფოთებდესცრემლიანი თვალები შენი,შავი ტალღების ყრუ გუგუნიდა თოლიების აურ-ზაური,დაწყნარდეს, ჩაცხრესაჩქროლებულ სისხლის ზღვაური.მაგრამ ეს მთვარე...ეს პირსავსე,ოდნავ მომწვანო,არამქვეყნიურ სინათლეთიგაჯერებული,უცხო განცდებით მოციმციმევარსკვლავთ კრებულიც...მეოცნებეთა, შეყვარებულთაიდუმალ მფარველს,ასე შორეულს,ასე იდუმალს...ვიცოდე მაინც,რა უნდა მთვარეს?!მძინავს თუ მღვიძავს,ვფიქრობ, ვწუხვარ,თუ მიხარია...ისე დამყურებს, ისე მიმზერს,ისე მაოცებს,რომ მეჩვენება,ყველაფერი ჩემი ბრალია,გაჩენის დღიდანდაგიშავდა თუკი რაიმე.თუმც თავს ვიმშვიდებ,მაგრამ მართლა ასე თუა _ მაშინ?_ ვაიმე!