↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიქრის მატარებელი

ქებურია ბელა

2026-07-181 წთ საკითხავი3555 ნახვა

—
თემურს
მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი...და ზღვის სუნი მიხმობს,მიქრის მატარებელი...გული უფროსწრაფად ქროლვას ითხოვს.მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,მიდი-მოდის ხალხი,მიქრის მატარებელი...და მიმარწევს უშენობით დაღლილს...მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელიდა ხეობებს გასდევს,მიქრის მატარებელი...ათასნაირ ჯურის ხალხით სავსე.მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,გული ვატყობ,კვლავ საგულეს დგება,მიქრის მატარებელი,მის ქროლვაში მეფანტებაგანშორების სევდა...შენი მწვანე თვალები,ზღვით და ღელვით მთვრალები,ასეთ განცდით მელოდება ნეტავ?მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,ხარაგაულს გავცდენილვართ უკვე,ირგვლივ თოვლის ზოლები,როგორც ნიამორებიეპარება მაყვალოვან ბუჩქებს...მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,და შენ ჩემო,მწვანეთვალა პრინცო,ოცდასამი წელია,ერთ უღელში შევბმულვართდა უფლისგან სიყვარულისმფარველობას ვითხოვთ.მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,ფერდობებზე ყოჩივარდა ღვივა,მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი,მე-კი შენთან ორდღიანიგანშორებაც მტკივა...მიქრის მატარებელი,მიქრის მატარებელი...შუადღევდება,უკან რჩება დილა,მიქრის მატარებელი...თუ გრძნობ, გიახლოვდები...მოვალ...თვალებს დაგიკოცნი ფრთხილად.
ქებურია ბელა

ქებურია ბელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი