↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პოეტის შეშლა

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2901 ნახვა

—
(ციკლიდან ,,რითმიდან გაქცეული ლექსები" )
დიდი ხანია,დავადგინე მარტის სტატუსი-პოეტის შეშლა!(კიდევ ერთი ჩემი მიგნება).გთხოვ ფანჯარაზე დატოვებულ მწვანე კაქტუსებსწყალი დაუსხით.ალბათ, მოიწყინდით უჩემობით ,დეე.აქაც არაფერი...სოფელია მყუდრო.ძველი წიგნები: ვერლენი და დოდე...დილაობით ჩიტებს ვუგდებ ყურს.ბებო ბუხრიდან იღებს ხოლმე მჭადსდა რძეს მაძალებს.ჰმ, კი არ მივირთმევ,არამედ ვჭამ და..ამ საღამოსმთაში მივდივართ,დეე,მთაში ხეობაა ღიჭიანი,ყორნებს სულელივით ვდევ.იელს და თხილის კანს ვიღეჭები.იცი,დაღლილი ვარ,აქ დავრჩები.ქალაქს ვეზიზღები მე.მთები-ჩემი სახლის დარაჯები,მთები შემიყვარდა, დეე.
რუებს მარტის ვნება აეშალათ,ახლა შეშლილია დღეც.და მე სხეულ-სხეულ დავიშალე,და მე მაპატიე,დეე.
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი