↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მიმი,წამოდი

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2900 ნახვა

—
დღეს ყველაფერი შემოდგომას მიეწერება:შენი სისუსტე...ჩემი ხველა...სველი ქალაქი...ორლარიანი არყით მთვრალი ძმები-მწერლები,დავა ბოდლერზე...მეტი ღელვა და ლაპარაკი.დღეს ყველაფერი დაბრალდება პირველ ნოემბერს-გაჩერებაზე მოლოდინი:მწვანე ბილბორდი...ღმერთის რწმენა თუ არწრმენა და მიტოვებაც,და ისიც, წამით რომ გართულდი და გაიოლდი.დღეს ყველაფერი დაიწყება უშენობიდან,სახეში ხელებს შემომახლის ქარი-მარაო.მეტი ტკივილი გამომხედავს შენობებიდანდა უფრო მეტად გავხდი სულს და დაუფარავიჩემი თვალები(უსათვალოდ მიყვარს ყურება)დალაგდებიან სველ ქუჩაზე, როგორც ხელები.და ბეღურები (დილით ჩემგან დანაპურები)სარეცხის თოკზე დასხდებიან ყელმოღერებით.დღეს ყველაფერი დაიწყება გუშინდელიდან,მღვრიე ღრუბლებში მემალება მთვარე- შამანი.წამოდი,მიმი,სანამ წვიმა წამოუშენდეს,სანამ ხასიათს ამინდები მოგვიშხამავენ...
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი