პოეზია · ლირიკა
მი,ლექსებით დავხურავ
მიმი,როცა მოვედი ცა ხატავდა მეწამულფერებს,რაღაც ფუნჯით და აირია პალიტრა.ჩამოღამდა უცებ და სამწუხაროდ ,მე წავალ.ჩემი გამცილებელი მთვარე მზერით დამითვრა.ქუჩას შემორჩენია ვიღაც ლოთი-ავარა,ბნელ კუთხეში ლოდინით იღრიცება მეძავი.და მე ხელად გასული რითმის მოსაპარავადმოაჯირთან ვდგავარ და ისევ მტკვარს მივეძალე.უხარია დინებას-გადახტომას ვაპირებ,პოეტები, რატომღაც, თავს ადვილად იკლავენ.ჩემდათავად სიკვდილზე ფიქრის დედა ვატირე,ოღონდ არსად წახვიდე,ოღონდ ჩემთან იყავი.შუაღამე გადადის,ქუჩა-რკინის კარს უკან!სიცხიანი კაცივით მუზამ წამომახურა.შევიცვალე:სხვას ვამბობ,სხვას ვმღერი და სხვას ვუკრავ...სახლს ვაშენებ შენთვის, მიი, და ლექსებით დავხურავ!