პოეზია · ლირიკა
მთვარეს კიბო აქვს
მთვარეს კიბო აქვს...რენტგენის სურათიღამეში აჩვენებს მოშავო ლაქებადმომავალს,რომელიც არ არის სულერთი,რომელიც მოკვდავებს ანაღვლებთ ნაკლებად.
მჭვარტლიან ბუხართან აგდია მოპასანი,გაშლილი ყვავილივით -გარე ყდით.კარებში- ჩემი თეთრი ბოტასები,ზაფხულის ღამეა და გარეთ კი...ეზოა ნათელი,მთვარიანი.ყორესთან-მეგობრების ხორხოცი.მინდორი -ისე ნამიანი,თითქოს მთვარეს ცრემლი მოხოცეს...
რა ვქვნა,ვიზიარებ პოეტებო,თქვენგანაც ველოდები სამძიმარს.ხვალ, ალბათ, მთელ სოფელს მოედება-მოკვდა მთვარე,რაღა აზრი აქვს,
წერო...
ვის ვუწერო სონეტები,როგორ დავითენებ ალიონს...კეკეოზ,მაგის დედაც ავატირე,წამო,ძუსის პირას დავლიოთ!!!