↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მარტო ხარ!

აბესაძე (ზედვაკელი) გიო

2026-07-181 წთ საკითხავი2895 ნახვა

—
ღამეა...წერას ვერ,სიგარეტს ვეჩვევი...ანუ არ ვიწყებ...ვანებებ მოწევას.ოთახში დილიდან თრეისი ჩეპმენი...წამლები კარადის თავზედა ბროწეულსწურავენ, რომელიც უხდება მოქცევასსისხლისას,მე რომ გამიდგა ძარღვებში.პოეტი, რომელიც ერთ ტანში ოცია,რომელიც აკვნიდან ლექსებზე დაგეშეს-ვზივარ და ვიგონებ,ზოგადად,ინანას-რომელიც ერთად იტევდა ცხრა სახელს...ოდესღაც ვნებებით გადაღლილს მთლიანად.არც ერთი ღელვიდან არ დამრჩა ნასახი...რა გიკვირს...აღრიე სული და ხორცი და...რომელი რომელს და... რაგვარად დავხატო.ადექი, ძმაო და სუყველას მოცილდი,გინდა სულს ..გინდა ხორცს...ჩააცვი, გახადე...მარტო ხარ!და სანამ მორჩება სახადი,და სანამ მიგიღებს დიადი სასახელე.წადი და სადმე ჯურღმულში დასახლდი.ამ შავი სამოსით,უბრალოდ,ამ სახით...
აბესაძე (ზედვაკელი) გიო

აბესაძე (ზედვაკელი) გიო: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი