პოეზია · ლირიკა
გვიანი შემოდგომა
ხალხს ეცვა თბილად და ერთფეროვნადდა შეჩვეული იყო ყველაფერს:თუკი მღეროდნენ-ყველა მღეროდა,ყველა ღელავდა- თუკი ღელავდნენ.
დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:ერთი ამინდი ცვლიდა მეორეს,ასამარებდა ხმელ ფოთლებს ქარი,ვით უსახელოდ წამხდარ მეომრებს
დიდი ამბები ხდებოდა გარეთ:ეკარგებოდა ქალაქს ხალისიუკაცურ ქუჩებს უფრთხოდა მთვარეცდა იწყებოდა წვიმა თავისით.წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,ეკარგებოდა ქალაქს იერიდა მოედანი ბზინავდა ბნელში,ტბასავით ჩუმი და ცარიელი.
ძლივს ჩერდებოდნენ ხეები ფეხზე,წყალს ჩამოჰქონდა სილა და ხრეში,და დინამიტით დახოცილ თევზებსჰგავდნენ ფოთლები სიჩუმის წრეში.
სუფთავდებოდა სივრცე ყოველდღე,აჩენდა თავის უნაკვთო სახესდა უთავბოლოდ დააქროლებდნენდღეები ძველი აფიშის ნახევს.
ბაღშიც ხდებოდა დიდი ცვლილება;ყველა კუნჭული მოჩანდა უკეთ.თუმცა სიცოცხლით მთვრალი წყვილებიმაინც ვერ გრძნობდნენ რომ ჩანდნენ უკვე ....
და სხეულები, როგორც ღრუბლები,იპყრობდნენ სივრცის უდიდეს ნაწილსდა იმ ხეების თავისუფლებითკვლავ შიშვლდებოდნენ ქალაქის თვალწინ,
კვლავ ასრულებდნენ ბუნების ნებას,რადგან ისინი მაშინ ცდებოდნენ,როცა ბუჩქებში მალავდნენ ვნებებს,ვით ნაქურდალით სავსე ჩემოდნებს.
ბაღიც იმიტომ აღარ კვნესოდა,არ ნებდებოდა მოსაწყენ ფიქრებს,თუმცა ფოთლების უმრავლესობასველ ბილიკებზე ეყარა პირქვე.1963წ