↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ლიტერატურის გაკვეთილი მეთევზის ბავშვებისათვის

ბაბულაოღლი სალიმ

2026-07-185 წთ საკითხავი262 ნახვა

—
თუ არ მივიღებთ მხედველობაში ჩვევებსა დაყოველდღიურ დამქანცველ საქმეს,თუ არ მივიღებთ მხედველობაში დაბადებას დადასალიერის მიმართულებას,მაშინ უნდა ვაღიაროთ,რომ არვინ ცხოვრობს ისე როგორცელოდება დღის გათენებას.მივდიოდი და პირველ წინადადებაზე ვფიქრობდი გზა-გზა,იგი ფურცელზე დაახლოებით ამნაირად მოეწყობოდა:ადამიანს ლაპარაკი უნდა ყოველთვის,მაგრამ ხშირად კი იქ არ არის ,სადც უნდა იყოს,და არ არის მთლად სასურველ გარემოცვაში.
ყველა მარცხდება თავისთავთან,და როგორც ჩრდილი იბლანდება თავის ფეხებში.ამას როცა გრძნობს,ფეხებს მიწას ურტყამს სიმწარით,მაგრამ ჩრდილებს ვერვინ გათელავს.
რუსული ფილმი მახსოვს: ჩრდილები შუადღით ქრებიან.სხვაგვარად რომ ვთქვათ: მზის ხუმრობა ნივთებთან და ადამიანებთან.უჩრდილოდ ხატავდნენ ადამიანებს აღმოსავლეთში,ეს ალბათ მაშინ მზისგან ისწავლეს.ალბათ ეს არის მინიშნება იმაზე,რომყველგან, ყოველთვის მოსალოდნელი არის სიკვდილი.
8.15-ია .ძვალ-რბილში გვატანს დრო, ვით სიცივე.ცოტა ხანში ზარი იქნება.ზარს ელოდება ყველა ყოველთვის...
წიგნის თარო საამაყო არ არის სულაც,საშიში კია.წარმოიდგინეთ,რომ შანსი აქვს ყველას, სულ ყველას100 წელი იცხოვროს ქვეყნად,და პირველ დღიდან შეეძლოს კითხვა.დღეში ერთ წიგნს თუ ვიანგარიშებთდაახლოებით 36 500 წიგნი გამოვა ბოლოს.მსოფლიოში კი უამრავი წიგნია ახლა.ამიტომაც წიგნებით არა,საქმეებით დაიკვეხნეთ, უმჯობესია.დაიმახსოვრეთ,ჩვენ მუდამ ცოტა გვეცოდინება.თუმც არის წიგნი,რომელიც უნდა წაიკითხოთ აუცილებლად...
ბედი არ არჩევს,ახალია თუ ძველის ძველია.იგი ჩვენ გვერწყმის.აი ამბავი ლელისა და მეჯნუნისა, ოღუნდ ცალმხრივი.ასეთს კი ,ასეთს “ადნალუბი “ ჰქვია რუსულად...თუმც რა აზრი აქვს,თაგვი ცოტათი თაგვი თუა, ცოტათი კიდევ ვარია გახლავთ.
სიტყვები ჩვენი, ჩვენი სიტყვები.ბავშვებო,იცით,ისეთებიც არსებობენ ,რომისინი,რომ არ ყოფილიყვნენ,არაფერი შეიცვლებოდა.მაგალითად,სიტყვა ასფალტი.ეს მაშინ ვიგრძენ,როცა ჩამოველ სანაპიროზე .პატარა ყვავილს ამოერღვია სქელი ასფალტი,ამით ყვავილმა მიანიშნა მიწისა და გზის სიძლიერე.მასწავლებელი გვყავდა ჩვენ ერთი,იგიც ვით ყველა, აორთქლდა ყოფის ცხელი ქვაბიდან.აღელვებული შემხვდა ერთხელ,გული გამიხსნა.ერთი ქალი შეუჩნდა თურმე.“ კალთა ჩამოიბერტყე,მოიშორე ეშმაკიო “,უთქვამს ქალისთვის .ქალს გასცინებია, ჭკუის დარიგება არავის უყვარს.ადამიანი ,ვიდრე აღიქვამს თავის სქესს კარგადპირველ დღეებში ტირის და მოსთქვამს.თუ გადაწყვეტთ,რომ მწერალი გახდეთ,არ აგცდებათ სატირისა და სარკაზმის წვიმა.მაშინ ტირილი თუ მოგინდებათრწმენა მაინც შენარჩუნეთ.და იცოდეთ,რომ ნამდვილი რწმენაურწმუნოების სიძლიერით არ იზომება,თუმცა მისით სტაბილირდება.მუდამ გახსოვდეთ,ყველა შედეგი და ანგარიშიგარკვეულწილად მცდარი არის თითქმის ყოველთვის.“ ერთიო “-ო ვამბობ, და იმ წუთში ეს მე გახლავართ,ხვალ სხვა იქნება.თქვენ,ჩვენ და სხვანი.
თუ არ დავწერთ ნაცვალსახელებს ,არაფერი არ შეიცვლება.მაგალითად: მე სკოლაში მივდივარ ახლა.ანდა: სკოლაში მივდივარ ახლა.მე, ქედმაღლობა და სიამაყე .რეფორმის არა, არსებობს შეცვლის საჭიროება.ისევ დუმილი...
დუმილი რითმავს სულყველა სიტყვას.ისევე ნათლად და გასაგებად,ვით თავად არის.იგი ყველა სიტყვის დედაა.
მომხრე არა ვარ თუნდაც პირადი გამოცდილებისსულ ბოლომდე გაზიარების.და გულწრფელობა თქმაში კი არა ,უთქმელობაში არის მეტადრე.თუ დუმილი დროული არის,წრფელია იგი.მაგალითისთვის ჰკითხეთ,მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?მაშინ თევზები დუმილჩამდგარ თვალებს მოგაპყრობთ.ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.რეპროდუქციაში არ აგერიოთ ესე ცხოვრება,იგი გახლავთ ორიგინალი.მისი გაყოფა, ან გამრავლება,რათქმა უნდა,შემცირებაა.და ნუ დახარჯავთ თქვენ ამ ცხოვრებასსიცოცხლესა და ლამაზ ტექსტებში.
მუზეუმები ხალხის მზითია სახელმწიფოსთვის...სულ სხვა რამის თქმა მინდოდა ახლა.გალერეაში,ან მუზეუმში თუ მოხვდეთ ოდესდა სულელური ნამუშევრის წინაშე მდგარი,უფრო სწორად, თავშეყრილი ხალხი თუ ნახოთ,იქვე სულ ახლოს დოინჯშემოყრილ მხატვარსაც ნახავთ.მას ფურცელი მიეცით უმალდა სთხოვეთ რომ დაგიწეროთ ორიოდ სიტყვით,რა აზრსა და შინაარსს დებს ის ამ ნახატში.თუ შეყოყმანდა და ვერაფერი ვერ დაგიწერათ,გწამდეთ,ნახატი გაცილებით ღრმა ყოფილა ,ვიდრე გვეგონა,ზუსტად ისე,როგორც თქვენი ნაფეხურები.მწამს,რომელიღაც წმინდა ტექსტში შეხვდებით ასეთ წინადადებას:“მან ცა და მიწა შექმნა და მიხვდა ,რომ ლამაზია ეს ყველაფერი “.თუ წაიკითხავთ, იცოდეთ,რომ ეს კაცის ხელით ჩაწერილია.მიხვედრა,თუნდაც მოგვიანებით რამის მიხვედრაადამიანური თვისება გახლავთ.
ბავშვებო,თქვენთან როს მოვდიოდიწიგნის მოტანას ვაპირებდი,რომელსაც ყდაზეკალმახისა და მოხუცი მეთევზის სურათი ექნებოდა გამოსახული.
თუმც შემეშინდა,ვაი თუ თევზიდაგისხლტეთ და გადაეშვას ოცნების ზღვაში...მოხუცი კი ... თქვენს წინაშეა.
21 ივლისი 2010 წელი
თარგმანი:იმირ მამედლი

ბაბულაოღლი სალიმ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი