↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეძღვნება დუმილს (მთარგმნელი: ზვიად რატიანი)

ბაბულაოღლი სალიმ

2011-08-122 წთ საკითხავი493 ნახვა

—
დუმილი გაიწელა თუკი, იცოდე, ყველაფერი რიგზეა; უკიდურეს შემთხვევაში,შენ მოგეცა შესაძლებლობა გადაურჩე რამდენიმე ნაყალბევ სიტყვას,ან იქნებ უკვე გადაურჩი, ვინ იცის. მაგრამთუ შენში მოზღვავდნენ სიტყვები, ესეიგი, ბედისწერის წიგნში გეწერააჟღერება, როგორც საათს - როცა დროა; და შენ აჟღერდი;და თუ ასეა, რაღას ჩხაპნი თეთრ ფურცელზე? წამოდექი! უბრალოდ, ადექი!გააგებინე ყველას, რომ თითოეული, საბოლოო ჯამში, თავისთავის გაგრძელებაა -თავისთავის სახელია - ჩრდილია - შვილია; და გააგებინე, რომ თითოეული,პირველ რიგში, დანაოჭებულ თეთრ ზეწარზე მიგდებული მომჩვარული სხეულია,რომელსაც არ ახსოვს საკუთარი სუნი და ფორმა, მაგრამ შიგნით სულია, სული!ირგვლივ კი - საგნები. დუმილი გაიწელა თუკი, დაწყნარდი, ნუ ღელავ,უბრალოდ, შეეხე უჩვეულებრივეს საგანს, იმას, რომელიც ხელთანაა - საათს -(წიკ-წიკ!), და აუხსენი, შეაგნებინე საკუთარ თავს, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი დაჯანმრთელი ხარ;და შემდეგ იგრძნოს შენმა მაჯამ საათის ვერცხლის სამაჯურის სიგრილე, შემდეგგაგაჟრჟოლოს მთელ სხეულში; და მადლობა უთხარი გამჩენსყოველი დღისთვის, რომელიც მოგცა; ჩაიცვი შარვალი, ჩაიცვი პერანგი, სიცარიელეშეავსე შენით,გადადგი ნაბიჯი: შენგან შენკენ; შენგან შენკენ; ერთი - ორი, ერთი - ორი;თითოეული, პირველ რიგში, საგანია, საკუთარი სამოსია. სარკეში მხოლოდთვალებიღა დარჩა იგივე,სათვალიდან მომზირალი. თუ მოიხსნი, შენს გარშემო ყველაფერი დატრიალდება,დატრიალდება სამყარო, საგნები, ყველაფერი ჩამუქდება. სხვა სიტყვები არ იციანსაგნებმა, გარდათავიანთი სახელების, მუდამ სდუმან, და არც ჩვენგან ითხოვენ სიტყვებს. გაიწელა თუკი დუმილი,ნუ მოიწყენ. უბრალოდ, მოუშვი ონკანი, ყური მიუგდე წყალს

ბაბულაოღლი სალიმ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი