↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გმართებს ტირილი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95299 ნახვა

—
მონაზონ ქალს ოფელიას
გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა,სტიროდე ადამ, სტიროდე ევა.
დასწვით, დასდაგეთ ოცნების ფერფლი,ბოროტი გველის მსხვერპლი ხარ, მსხვერპლი!
სევდათ იცვალა თრთოლა ციების,ღმერთი თარეშობს შურისძიების!
სტიროდე ადამ, სტიროდე ევა,გმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა.
1911
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი