↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * გზა უვრცესი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95287 ნახვა

—
„გზა უვრცესი გახსნილი აქვსშენს უამრავ რეისებსდა თვალები ინდოეთზემიუპყრია კრეისერს.
აფრიკაში დასტოვე შენკვალი, რომ დაუბევო,ბრიტანეთო, ბრიტანეთო,დიდთა ზღვათ მეუფეო.
მამაცურად, სადაც რაობსზღვა-მდინარე პლანეტის,მიმოცურავს და მოძრაობსსიმდიდრე ბრიტანეთის“.
არა - ლაღად ან გვიანადისმის მისი ხმაური,ეხლა რაღაც ნაღვლიანადმღერის ეს მეზღვაური.
ვიღაც სწვდება, ვიღაც სწვდება,სად წყალია პლანეტის,იღუპება ძლიერებალომის, დიდ ბრიტანეთის.
ვინ მოსჭედა ეს ტორპედო,ვის მოეშვა მტერი ის,იღუპება გემის ერდომსოფლიო იმპერიის.
გზა უვრცესი დახშული აქვსიმ უამრავ რეისებსდა თვალები წარსულისკენმიუპყრია კრეისერს.
1941
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი