↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისტამბულ ჰანიმ

თევზაძე ბადრი

2026-07-182 წთ საკითხავი946 ნახვა

—
ჰოი, ქმრის მკვლელზე გათხოვილოისტამბულ ჰანიმ,ევროპის ძუძუვ, მოგიმწყვდიამუჭში აზიამ,ახალ რჯულს იცავ, ჩადრს იფარებ ნისლისას, მაგრამისე იფარებ,უფრო ვხედავ, რაც ლამაზია.ჩემი ხომალდი რეიდზე დგას,ვეღარ მიცანიხამლგაცვეთილი, ჭაღარა და გაუპარსავი.დგახარ ამაყად და მრავალთა ხალხთა მიწანიფერხთით გიგია აღმოსავლურ ხალიჩასავით.ეს ადრე იყო,წკრიალებდა თითქოს მინაშისიცილი შენი, ჯერ ტკივილით დაუკოდველი.დედოფლად გხმობდნენ და შენს მაცდურ თვალთა წინაშემე წარმადგინეს, ყრმა უბირი და უცოდველი.ბუდუარებში ჯერ არ იდგა სურნელი ყავის,გაწვდიდა ნუგბარს შენ ეგვიპტე,ელადა, რომი,არ მახსოვს, დუკასთუ კომნენეს ცოლი იყავი,და გეტრფიალე უფლისწული ქართველთა ტომის.მანდატურები მოგვიგზავნეს ლაციცობისას,გავასწარ ნავით და ბოსფორი დღესაც ხმაურობს,კონსტანტინოპოლ,დედოფალო ჩემი ყრმობისა ,მაცდურო ჩემო,მტერო ჩემო და სიყვარულო!და სიყვარული დარჩა ჩვენი ,როგორც სიზმარი,თუმცა სიზმარი-მშვენიერი,იგი უებრო,მოვარდა მერე გრიგალივით იანიჩარი,მოგიკლა ქმარი ,დაგეუფლადა გაგაბრუა.მაგონდება ძველისძველიანდერძთქმული ცამცუმისი,ვერ იტყოდა ის ბერძენი:‘’ჩემი ცოლი ალალ მისი“ჰოი, ქმრის მკვლელზე გათხოვილოისტამბულ ჰანიმ,ევროპის ძუძუვ,მოგიმწყვდია მუჭში აზიამ.გათბა ველური , შეიყვარა სალუქი ტანი,ზედ დაგაყარა , რაც ძვირფასი და ლამაზია.ვეღარ მიცანი დაღლილი და დაბერებული.მე ის ბიჭი ვარ, სიყვარულითრომ არ ეძინა,გამოტაცებულ ცირას გზა-კვალს ადევნებულიშენს სერალში რომსულთნის ლომებს დააგლეჯინე.ვგონებ, მოგწყინდა საუბარი ჩემი უღირსი,იმშვენებ ჯიღას მინარეთთა, მაღლა აწვეტილს,ვდგავართ რეიდზე,გემიც გიმზერს, ვით საჭურისიჰარემის ტურფას,უღიმღამოდ და გულდაწყვეტით.ჰა, თურქის ბიჭმა მოაცურა ჩვენს ახლოს ნავი,როგორ თამამობს საკუთარი ამაყი ჭერით,ამღერდა უცებ,გადასწია ბურძგალა თავი.არ მესმის ხმა დამეჩვენება ქართულად მღერის:„არ მომიპარავს ,მიპოვნია,ახლა ჩემია“.
თევზაძე ბადრი

თევზაძე ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი