↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რა უცნაური ოცნება მოდის

თევზაძე ბადრი

2026-07-181 წთ საკითხავი944 ნახვა

—
რა უცნაური ოცნება მოდისსიგარეტების ფერფლით და კვამლით,რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის,მე შევეფარო დახეულ ხამლით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი,თითქოს საყვედურს წვიმას აბარებს,ვიღაც გინებით, ლანძღვით და მუშტითაზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რომ სიგარეტის ცისფერი კვამლიიყოს ამაზე მუქი და სქელი,მე ვიჯდე მარტო და ჩხრეკით რამლის,მქონდეს თვალები მთვრალი და სველი.
მერე კი ვიღაც მღეროდეს ნაზადდა ესტრადაზე ცეკვავდეს შუქი...მას ერქვას ნინეტ, ანეტ თუ აზა,თმა ჰქონდეს ქერა, თვალები_ მუქი.
და მეძავები თეთრი ფეხებითმუხლიდან მუხლზე ფარფატ_ფარფატითსხდებოდნენ და თან მათი შეხებითვიღაც ხარობდეს და ფულს ფანტავდეს.
მე კი წვალებით შეგროვილ ფრანკითვსვამდე ერთადერთ ბოთლს და ვტიროდედა იქვე ახლოს გაცვეთილ ფრაკითვიღაც უშვებდეს ლოთის ტირადას.
მენატრებოდეს სამშობლო ჩემიათასი სევდით და დაუღლებით,რომ გადიოდეს მარსელში გემიდა ვიცოდე, რომ ვერ დავბრუნდები.
და რომ ვიცოდე, მოვკვდები სადმებაღში, ძელსკამზე, იანვრის ღამით,რომ დავიწყებულს ჯიში და მოდგმაარ გამიხსენებს არც ერთი წამით.
რომ ზეცა იყოს მრუმე და კუშტი,თითქოს საყვედურს წვიმას აბარებსდა ამ დროს ვიღაც ძარღვიან მუშტითაზანზარებდეს ღამის კაბარეს.
რა უცნაური ოცნება მოდისსიგარეტების ფერფლით და კვამლით,რომ პარიზს, პირველ მესიტყვეს მოდის,მე შევეფარო დახეულ ხამლით.
თევზაძე ბადრი

თევზაძე ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი