პოეზია · ლირიკა
* * * უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა
უკვე ჩადგა ქარი, უკვე აღარ ცივა,ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა.მე ისევ ვუბრუნდები სიყვარულზე ფიქრს,როგორც მწერალი სიჭაბუკეში დაწყებულ დამიტოვებულ რომანს.ჩემს თმებში თავი შეუყრია უამრავ ფიფქს.მათგან ყველა როდი გადნებათბილ ოთახში შესვლისას.ფიფქი აღვიძებს ჩაძინებულ ტრფიალის ნდომასმე შენზე ვფიქრობ და არ ვიცი, ვინ ხარ,რა გქვია.ლია, მანანა, ანა თუ ელისო,ციდან კი უამრავი თეთრი ვარსკვლავი ცვივა.მათგან ვინ იცის, თუ სად ელის თავსაყუდელი:პოეტის თმებში თუ გამჭვარტლულ საკვამლე მილზე,ბეღურას ფრთებზე თუ წარმოდგენის მერეგადაგდებულ თეატრის ბილეთზე...ვარსკვლავები მაინც ცვივიან...შენ შესაძლოა თბილ ოთახში ზიხარ და ფიქრობდა მუხლებზე გიდევს ჟურნალი,_ სადაც ჩემიექვსიოდე ლექსია დაბეჭდილი:„ ჩვენ ერთი ფერის თვალები გვქონდა“.და იქნებ მომაწერო ოცნებისათვის ტრადიციულიცისფერი თვალები,რაიც არასოდეს არ მქონიადა, ალბათ, ამ დროს შენი სახლის საკვამლე მილზერომელიღაც ფიფქს ეწყება სასიკვდილო აგონია.შენ, შესაძლოა, მეგობარ გოგონებთან ერთადფანჯარაზე ხარ გადმომდგარიდა გასცქერი ქუჩას ,რომელიც შენი ყელისფრადარის დაფერილი,ან კიდევ ვიღაც ადუღებს ყავას,რისი დალევის შემდგომ , აუცილებლად იფიქრებსაბედოზე...ციდან კი უამრავი ვარსკვლავი ცვივა...მათგან, ვინ იცის, თუ სად ელის თავსაყუდელი...ვარსკვლავები მაინც ცვივიან...და ახლა თუ ბინაში ისე იგრძენი თავი,როგორც ფიფქი გრძნობს სასახლეში,სადაც ვერაფრით ვერ ეტევა...და თუ ფიფქივით აფარფატდი სადმე, ჩემს ახლოს,იცოდე, მეყვარები თავდავიწყებით...უკვე ჩადგა ქარი ... უკვე აღარ ცივა...ციდან თეთრი ვარსკვლავები ცვივა.