პოეზია · ლირიკა
რადგანაც ყველა ქალი კარგია
იყო ზეწართა, მანამ უშალთა,წვა, ვნების ცრემლი და სისადავე...ამ ქალს წუხელის არა უშავდა,შეუდარებელს მაინც ვადარე...ღამე აუნთეს ცეცხლის შხეფებმა,ნატვრის კევრებმა ტანი ულეწეს...ქალს მოუხდება ყველგან შექება,მაგრამ ლოგინში _ სხვაზე უმეტეს.სითბო, სინაზე, მასში ნერგილი,რაკი ალალად გულში მსტუმრობდა, _მეც ქალი იგი, ჩვეულებრივი,მინდა შევრაცხო უჩვეულოდა.გამომყვა ღამის მწველ და დარდიანნატვრასთან ერთად თან სიყვარული,რადგანაც ყველა ქალი კარგია,როცა ყველაფრით ხდება ქალური.ამაღამ კიდევ ჯერაც უშანთავვნებებს მოუწევთ ღელვა ჩქერებად...და ის, გუშინ რომ არა უშავდა,დღეს უჩვეულოდ მოგეჩვენება...