პოეზია · ლირიკა
მზე ენთო, მაგრამ
თითქოს მდინარეც ჟრჟოლას ამთავრებს,ხევში ჩადგება ქარი თუ არა...შეხედე, ღრუბლის ჩრდილმა საფლავებსრა ფეხაკრეფით გადაუარა...იმ ღრუბლის სევდით შემომჩითველიშუქი დიოდა მნათის წყაროდან,საფლავზე ერთი ვარდი წითელიხარობდა, მაგრამ არ უხაროდა...ბალახებს ისევ დარდად ეფინათციმციმი ნამთა, ღამენათევთა...საფლავის თავზე ჩვეულებრივადმზე ენთო, მაგრამ არ ანათებდა.