↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს ირემი ტყვიას უნდა გადაურჩეს

შონია ჯემალ

2026-07-181 წთ საკითხავი1705 ნახვა

—
ეს ირემი ტყვიას უნდა გადაურჩესდა მოესწროს აპრილსა და მყვირალობას,არ დამიჭკნეთ,არ დამიჭკნეთ არ დამიჭკნეთაფხაზეთში დაკრეფილო გვირილებო.
შეკივლებამ გაიჟღერა მთათა მიღმაქართლის დედა ისევ ძაძით იმოსებაარ გამიხმეთ,არ გამიხმეთ,არ გამიხმეთ,აფხაზეთში დაჩეხილო მიმოზებო...
ნაცარტუტით ავსებულა ცათა სიღრმე,აკვნებისთვის სინათლეს არ იმეტებენ,არ დამიდნეთ არ დამიდნეთ არ დამიდნეთ,აფხაზეთში დარჩენილო იმედებო…
ჩვენი ყანა ისევ ჩვენი სისხლით ვირწყეთ,ნატყვიარზე ყვავის ცეცხლის ზაფრანები,არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ არ გამიწყრეთ,აფხაზეთში მომლოდინე საფლავებო...
დამცხრალია უკვე ფრთათა სიჩაუხე,ვაი ლექსო იქნებ ხვალაც ვერ იკვერცხლო...არ ჩამიქრე არ ჩამიქრე არ ჩამიქრე,აფხაზეთში ძლივს მბჟუტავო კერის ცეცხლო...
ვახ, ხსოვნაში როგორ უნდა გავიბრწყინო,თუ ვითმინე,სამარცხვინოდ ჩამუხლება,არ მიწყინოთ,არ მიწყინოთ,არ მიწყინოთ,აფხაზეთში დაცემულო ჭაბუკებო,მოითმინეთ ეს დროებაც გავა ძნელი,მერე ნახეთ მტერი თუ კვლავ ვათავხედო,გაუძელი,გაუძელი.გაუძელი....აფხაზეთში წამებულო აფხაზეთო...
მტრობის ღამე,ძმობის დილით გათენდება,ურჯულოთა ბოდვით ვეღარ გადამთელონ...აშენდები??? დიახ კვლავაც აშენდებიაფხაზეთში დანგრეულო საქართველო!!!

შონია ჯემალ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი