პოეზია · ლირიკა
ერთი გზით დიოდა
სიზმარში ვიხილე პატარა არაკი:ერთმანეთს ერთოდა ბზიფი და არაგვი...და გაკვირვებული დაგვმზერდა ციონი:ერთმანეთს ერთოდა მტკვარი და რიონი,ერთმანეთს ერთოდა მდინარე ყოველი,დღეს საქართველოში რაც არის მსრბოლელი.უცვლელად ამ მთათა, ხევთა და ფერდობთაეს ჩემი ენგური ალაზანს ერთოდა.დავითს კვლავ შთაესხა თევზი, ჯიშ-ათასი,`ამერთა წყალთაგან იმერთა წყალთასი”.ერთიღა იყო გზა ქართა და სიოთა,გულისხმა ქართველთა ერთი გზით დიოდა...და იყო ძლეული, მთლად გადაჯეგილიამ ერთი დინების წინ ყველა ჯებირი...სიზმარში ვიხილე პატარა არაკი:ერთმანეთს ერთოდა ბზიფი და არაგვი.