პოეზია · ლირიკა
მე ტყვე ვარ თითქოს
მე ტყვე ვარ თითქოს... უცნობი მხარე...წინ მიმაქანებს ბადრაგი ჩქარი.როგორც მათრახის ტლაშუნი მწარე,გინებასავით ჩაირბენს ქარი.ვით ერთი პეშვი მიწა მამულის,თან დამაქვს უბით ორიოდ ბწკარი.შური კი... ჩრდილის კოშკში მიმელისურჩხულის სახით და ბასრი ბრჭყალით.შეისვენებენ ღელესთან ღამით,დახეთქილ ტერფებს წყალში ვყოფ შვებითდა მოლოდინით დაღლილი შხამიატოკებს ფირუზს ფერმიხდილ ვნებით.და როგორც ნამუსახდილი ქალი,ჭოტი კივის და ამბოხით მავსებსდა ჩემი ყველა გაქცევის კვალიდაისებივით მაყრია ტანზე.გამოჩნდა კოშკიც, ცაა ყვითელი,ფართხალებს მიწა ბავშვის გულივით,და ჰა, ჯალათის ჩრდილი წითელიჩამორბის სისხლის ნაკადულივით.და დადგა ჟამი და ვიცი თვითაც,რომ უნდა ვიყო მტკიცე და მშვიდი,მიმაქვს ბაგესთან მთრთოლარე თითი,ინგრევა კოშკის ქონგური შვიდი.ვით ბეჭდის თვალში მალული შხამი,ეხება ბაგეს ლექსის თარეში,იელვებს, მერე ჩაქრება წამიდა დაბრუნდება მშობელ მხარეში.