პოეზია · ლირიკა
იერუსალიმში
შენ უნდა გევლო ამ ქუჩებში,მოგცემდა ნიშანს _ათრთოლდებოდა შენი სისხლი, მუნჯი მისანი,მე კი არაბულ სავაჭროთა ლაბირინთებშიგოლგოთა ისე გავიარე, ვერ შევიცანი.თქვენ უნდა გევლოთ ამ ქუჩებში,ერთგული დედის,ასული ჩვენი ითრთოლებდა ტაძრის კარებთან,ჩაიღვრებოდა მის თვალებში ცა იუდეისდა წრფელი სულითმაცხოვრის კვალს იგუმანებდა.და მე კი, ასე უცაბედად გოლგოთაგავლილს,შემხვდა ტაძარი უეცარი, ვით საოცრება,მაცხოვრის წმინდა მისტერია ჯვარცმის,განბანვისდა თვით საფლავი, წინაპართა ჩემთა ოცნება.გასხივოსნება ჩემი ასე ცოდვილი შუბლის,ლოცვა გულწრფელი,ანგარებით შეუბღალავიდა მაინც ვგრძნობდი,შენი ლოცვა სინათლეს უფლისმეტად იგრძნობდა, უფრო წრფელი,უფრო მაღალი.რა მსურდა მეტი,თითქოს ღმერთმა შემინდო ბრალი,ჩემთვისაც იშვა იუდეას ღვთიური ჩვილი.ნაკურთხი ზეთი, იორდანეს ნაკურთხი წყალიუბით მომქონდა თქვენთვის,როგორც მტრედების წყვილი.