↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * რას გაიგებს ამერიკა

თევზაძე ბადრი

2026-07-181 წთ საკითხავი943 ნახვა

—
რას გაიგებს ამერიკა,რას გაიგებს ევროპა,ჩემი ერთი ღამის ბოღმამის თაობებს ეყოფა.დაჩეხილი, დამეხილი,მათ რომ ტკბილად ეძინათ,ცხრა შვილს ვყიდდი, რომ მეათესიკვდილს გადამერჩინა.მზე ჩაქრა დაუფსკრულის ცა მოგვეჩვენა ნათელად,რწმენისათვის ვეწამეთ დაერთმორწმუნემ გაგვთელა,ზოგჯერ ბორკილს ვივიწყებდი,ზოგჯერ მაინც ვმღეროდი,ჯავახეთში ღვთისმშობელს დაწმინდა ნინოს ველოდი,დავიღალე, დროშებს ჰფენდასიძულვილი აშლილი,მიიკუნჭასიყვარული გალახული ბავშვივით.ვერ იქნა და გათვალულმაყელი ვერ მოიღერა,წყევლა_კრულვამ გადაფარაცხრა აპრილის სიმღერა.რადგან ყველამ მოგვაფრქვია შხამი გადამალული,რადგან ყველას შევარჩინეთჩირქი,სისხლი,მამული,დარდში იშვა,ცრემლში იშვა,და რომ არ გაგვეგუდოსმომავალი დავინდოთ და...ერთმანეთსაც შევუნდოთ.გალახულო,გალანძღულო,გაძარცულო ერო,დაბოღმილო,დამცრობილო,უფრო საყვარელო!
თევზაძე ბადრი

თევზაძე ბადრი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი