პოეზია · ლირიკა
* * * ვგავარ უღლით და ბედით შეშლილ ხარს
ვგავარ უღლით და ბედით შეშლილ ხარს,დროსა და სივრცეს ვერ დავემალე.ახლა ვიცი, რომ არ შემხვედრიხარ,ვიცი, აიბნა ჩემი სავალი.სამყარო საით მიექანება,რაღაც მახსოვს და ვერ გავიხსენე,არც კლეოპატრა და აღარც ათენა,არც ანტიგონე და არც ისმენე,არც ქალღმერთი და არც დედოფალი,სადღაც ჩუმი და შეუმჩნეველიმელი...და გადის წუთისოფელიდა არ გვიწყალებს დროის კედელი.იქნებ ჩემს ახლოს იყავი სადმე,წრე ტრიალებდა შეუბრალებლადდა მარადისად მქირდავმა ბედმანისლით დაფარა ჩემი თვალები.ვერ შევიცანით ერთურთის შანა,ვერ მივიზიდეთ ანდამატივით,შენ მარტოობა შემინდე შენი,ჩემს მარტოობას მე გაპატიებ.