პოეზია · ლირიკა
სიზიფეს ლოდი
მე ავიტანე სიზიფეს ლოდი,არ შემწევია ქედზე სატანა.მაგრამ მწვერვალზე ის ვერ ვიხილე,რისთვისაც ღირდა ლოდის ატანა.
მე ავიტანე და მტკაველ-მტკაველ,ზეცისკენ ავყე მაღალ მთაგორებს.ამაო ჯაფით გამწყრალმა ლოდიიქით ფერდისკენ გადავაგორე.
ახლა ნახევრად ამაქვს და ვუშვებ,ძირს ენარცხება ამომშრალ რუებს.ასე სჯობია, დროს ხომ ვკლავ ლოდით,თავსაც ვირთობ და ზევსსაც ვატყუებ.