პოეზია · ლირიკა
გზები
იესო ქრისტე ფეხით ვიდოდა,მღვდელთმთავარი კიექვსცხენიანი მორთული ეტლით.მაგრამ იმ ეტლის განვლილი გზიდანარ დარჩა მეტრიც.
ფეხით ვიდოდა იმედი კაცთა,ექვსცხენიანი ეტლით - კაიფა.როცა ქრისტეს გზა ზეცის ზღურბლს გასცდა,ელვა კაიფას გაეკაიფა.
პონტია? პონტიც დაფიქრდა, მხოლოდღვთის და ხუროს ძე სულთა ხუროა.კეისრის გზაც კი მთავრდება ბოლოს,იესოს გზა კი უსასრულოა.