პოეზია · ლირიკა
მზერა ჭუჭრუტანიდან
ჭუჭრუტანიდან ვუყურებსამყაროს ოღრაშობასა, -როგორ აღნიშნავს იუდაიესო ქრისტეს შობასა.
ჭუჭრუტანიდან ვუყურებსამყაროს ოღრაშობასა, -"მუსლიმის" ღრეობასა დაღვინო-შარბათით თრობასა.
ჭუჭრუტანიდან ვუყურებსამყაროს ოღრაშობასა, -ვით ეფიცება მოსისხლემტერი მტერს ურღვევ ძმობასა.
ჭუჭრუტანიდან ვუყურებსამყაროს აწონ-დაწონილს ...კარზე მომადგა მემაწვნედა მომიტანა მაწონი.