↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

*** "მთებზე ეფინა წითელი ფერი"

ჭილაძე ოთარ

2013-04-131 წთ საკითხავი24062 ნახვა

—
მთებზე ეფინა წითელი ფერიდა ღამდებოდა საოცრად ჩქარა.ძლივს ჩანდა ფარა, ძლივს ჩანდა მტვერი,რომელიც ზანტან მისდევდა ფარას.
ძაღლები ყეფდნენ და მწყემსის სახესირიბად ჭრიდა ცახცახა სხივი.მე ახლაც მახსოვს იმ მწყემსის სახე,გადაკვეთილი ცახცახა სხივით.
ის იდგა გზაზე, დიდი და მშვიდი,და მის გარშემო დიოდა ფარა.ქარში მღეროდა დაწნული ხიდიდა ღამდებოდა საოცრად ჩქარა1960წ
ჭილაძე ოთარ

ჭილაძე ოთარ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი