პოეზია · ლირიკა
ჭადრები
რეზო მანველიძეს
არ მიღამდება მე მაინც ის დღე,ჭადრის სანთლებად ნანთები ფიქრით,იმ სიყვარულის სითბო და სიღრმეჩემს მეჩხერ თმებში ნიავად მიქრის.მეც კარგად მიცნობს ჭადრების ის ტყე,მეც მაქვს იქ ფაცხა, გზა მაქვს, ეზო მაქვს,რა მშვენიერად შეადნა ის დღეშენი სახელის მყუდრო რეზონანსს.
სამოცდაათი სხვასაც მოესწრო,ჩემთვის სხვა იყო გემო იმ დღისაწელთა სიბევრის, სიბერის ეს დრო,სუფრამ კი არა, ამკო სინდისმა.როცა გულის მზე კაზმავს პურმარილს,გემრიელია თვით ქარის ქროლაც,მამულს შენებრი შვილი უმრავლოს,რომ შევძლოთ ქვეყნის დაცვა და მოვლა.დანდალოელო, წყალივით მიდისდრო, ერთურთს უცქერს ჩვენი სარკმლებიდა რვაასი წლის თამარის ხიდისპატრონთ ბევრი რამ გვრჩება სათქმელი...
1997