↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

უჟამო ჟამი

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7743 ნახვა

—
უჟამო ჟამი მაჟრჟოლებსარ ვიცი, რა ამინდია,ფეხზე მკიდია სიცივე,რომელიც ფეხზე მკიდია.კაცია ცერცვისოდენა,დარდი კი, დარდი დიდია,ვით ჭინჭველი და ნამცეციკაცი და დარდი მიდიან.კაცს პირობითად კაცს ვეტყვით,ისე კი ხომ დარდმზიდია ...ფეხზე მკიდია სიცივერომელიც ფეხზე მკიდია.მე რომ მუნჯივით მამყოფებს,სიფრთხილია და რიდია.ფლიდი ჟამია, მოკვდავს კი,გონია თავად ფლიდია.თუ დანის პირზე მიდიხარმარცხვნივ და მარჯვნივ კიდეაფეხზე მკიდია სიცივე,რომელიც ფეხზე მკიდია.აქეთ სიცოცხლე თავდება,იქით სიცოცხლე კიდეა.არა ჩანს ზეცა ჩვენს შორის,ლურჯი, ცისფერი რიდია.კვეცხიც ქათამიც მერია,ჯერ იბადება იდეა.ფეხზე მკიდია სიცივე,რომელიც ფეხზე მკიდია.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი