↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დიდი მარაგი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2024-08-131 წთ საკითხავი95273 ნახვა

—
ციკლიდან „ეპოქა“
იქ, სად ცემენტის არის ბუდობი,ამოზღვავება მიწიდან გველისმრავალმილიონ ტონა ქვა-კირის,მრავალმილიონ ტონა მარგელის.იქ, სად ცემენტის არის ბუდობიდა მუშაობა დაუმცხრალია,რომ გაწოლილა, იგი რკინისგზისდაუცხრომელი მაგისტრალია.ორასიათას ტონას წლიურადელის ქალაქი და აგარაკი,ორასი წლისთვის არის საკმაოამ მასალების დიდი მარაგი.
1928
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი