პოეზია · ლირიკა
დასასრულის მერე
სულ ყველაფერი რომ დამთავრდებამაშინ ჩამოწვება წყვდიადივით უკიდეგანოდა უძირო იგი სიჩუმე,რომელიც იტევსდასაბამიდან აღსასრულამდემომხდარს და განცდილს.
მაშინ თუ სადმე ჭოტმა იკივლოს,ან და ტრამალის ეულმა მგელმა დაიყმუილოს,ისე განსაჯე, ვერ დაეტია ერთი ტკივილიყველაფრის მომცველ ამ სიჩუმეში,გალიპლიპებულ სასმისიდან რომზედმეტი ღვინო გადმოიღვრება,აი, ისე გადმოიღვარა.