პოეზია · ლირიკა
სუსხი
ისე უსხლტება ხვლიკი ჩემს მზერას,ვით ხსოვნას ძველი მოგონებანი.დიდი კოცონი რომ ინავლება,რატომ გაძლევენ ვითომ ვნებანი?!სულს ზამთარივით შემოეფარაქვის სიცივე და ცეცხლთა კლებანი.... ისე უსხლტება ხვლიკი ჩემს მზერას,ვით ხსოვნას ძველი მოგონებანი.