პოეზია · ლირიკა
შუქ-ჩრდილები
ისევ იზრდებაჩრდილი ზღაპრული უფლისწულივით,ისევ შავდება მიწისფერი სველი ხნულივით.და ჩრდილის სიგრძის პროპორციულადმოკლდება გზა და კაცის დღე ისევ,და ფიქრი სქელი ნისლივით წვება,სულ სევდით მივსებს.
და ისევ დავალ სიტყვის საუფლოს, -სად არის ნეტავ ლექსის სათავე,სადაც საუბარს ვიწყებთ, თუ უფროსადაც სუყველა სათქმელს ვათავებთ.
... ეგრე ძებნაში გამომზიურდახვთიდ დაფარული ლექსი მრავალი.და ჩრდილის სიგრძის პროპორციულადმოკლდება დღე და კაცის სავალი.