↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩემი სახელი

მამედლი იმირ

2010-08-121 წთ საკითხავი8182 ნახვა

—
მე ვგრძნობ ყოველთვის,ჩემი სახელი ხელს (კი არ უწყობს)უშლის ჩემს ლექსებს.
ეს ასე ხდება:იმირ მამედლის მეტის გაბედვა(კარგი გაგებით)არ შეუძლია.
თუ იტყოდა,მხოლოდ და მხოლოდასე იტყოდა იმირ მამედლი.
მან ეს უნდა თქვას,არც მეტი და არც ნაკლები,არც ნაკლები და არცა მეტი.ჩემი სახელიჩინური კედელიაჩემს ლექსებს რომერტყმის და ზღუდავს.
უსახელობა უსაზღვრობაადა მოიცავს ზრდასრულ სიმართლეს,ანუ სამყაროს.

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი