პოეზია · ლირიკა
უსახელო
როგორც ტირილი ქარის,როგორც სიმღერა ქნარის,როგორც დუმილი თარისჯერ უსახელო შენშიარის, რაღაცა არის.
როგორც ტკაცუნი შეშის,როგორც სიჩუმე სხვენში,როგორც თვისტომი სხვებშიჯერ უსახელო რაღაცნამდვილად არის შენში.
სევდა რომ დაჰკრავს ნახატს,მზგავს რომ ვეღარსად ნახავ.კაცი ერთად-ერთ ნამდვილსლექს რომ დაწერს და დახევს,რომ ვერ მოარგებ სახელსრაღაც ეგეთი შენშივნახე, ნამდვილად ვნახე.