↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოფორტი - ცარსკოე სელო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2023-08-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
ელვარე თოვლში მიჰქრის მარხილი,რომ მოიხვიოს თეთრი ავდარი,ამ სივრცეებში მყავს დამარხულიზამთარი ცივი და ნაზავთარი.
მისი ელამ მზის თვალის ხილებაეშორეება ჰაერს არეულს,მხოლოდ ტყემლების აყვავილებახეებს რიდეებს ფენს სიზმარეულს.
ფერუმარულის სახით ცხედარი -მარმარილო დგას, როგორც მუმია,გაყინულია თითქო, მხედარიდა იდუმალ სწუხს: რა სიჩუმეა!
რა სიჩუმეა! როგორ აჩნიაგზებს ნაკვალევი არ საამსოფლო,რომ სხვა სამშობლო არ გამაჩნია...რომ ეს თოვლია ჩემი სამშობლო.
1918ცარსკოე სელო
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი