↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ოქრო

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2005-09-131 წთ საკითხავი95268 ნახვა

—
რაც ამ დიდებულ სასახლეებს ჰფენია ოქრო,ნუ გეგონება ის უმანკო და უჯადოქრო.
იყო დროება, მყუდროება და მოგროვება,ყველა საგანის ამნაირად მოოქროვება.
მშვენიერ ეტლთა, ქანდაკებათ, შადრევნათ თოვა,დრომ შეაყენა, დაიტოვა, მოაოქროვა.
ძვირფასი თასი, აზარფეშა ჩქარა მოიტა!ო, ყველაფერო, ავსებულო ამ ოქროითა.
მოგროვდით, ძველო ტილოებო, ჰეი, მოგროვდით!კვლავ გამოცოცხლდით ჩარჩოებში, კვლავ მოოქროვდით!
იყო დრო, ძველო ფეოდალო, როცა მოჰქროდიამ გარეგნული ელვარებით, ვერცხლით, ოქროთი.
და შემოიჭრა უეცარი ვაჭარი - პროზა,და სხვანაირი შეფასება მისცა ოქროსაც.
ის იყო ტლანქი, იყო სწრაფი და მისებური, -მას ოქრო სურდა, არა რამე ოქროსებური.
ამ სასახლეში ერთხელ მძაფრად მოიჭრა შრომა.რევოლუცია სისასტიკით იგრძნო ოქრომა.
მეფე ბრწყინვალე ქვეშ მოექცა ტალღას ბობოქარს,ოდეს პარიზი მიაგავდა ცეცხლოვან ოქროს.
არა საწმისი ოქროისა მედეას მიწის,არც ლეგენდარულ მაძიებლის ოქროს საწმისი -
არის ახალი კლონდაიკი, ოქრო, ბადახში,ოქრო მიწაში, ოქრო წყალში, ოქრო ტალახში.
ჩამავალი მზის ნაზი ქარი ვერ დაათავებსჩვენი მინდვრების ალერსიან ოქროს თავთავებს.
თანამედროვე სხვა ოქროის შექმნას კედელი, -არ დაიღლება ქალაქების ოქრომჭედელი.
მშვენიერ ბაღებს ამ ფიქრების გაეკრა ფონი,როს ვინახულე მე ვერსალი და ტრიანონი.
1935
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი