პოეზია · ლირიკა
* * * ღვინოს და ღვინის მასალას
ღვინოს და ღვინის მასალასყიდიან ორი ტარიფით,ლექსებსაც - ხაშლამასავით -ჩადგმით და ჩამოტარებით.არტერია და აორტა,ჭადარი და ნაჭადრევი,კაცი და კაცი გაორდაჩაყოლითა და ჩათრევით.თქვენ - თვითონ მოავარაყეთსინდისის ნაკარნახევი,ფეხის ხმას სხვისას არ აჰყვეთ,გულისთქმას თქვენსას აჰყევით.თუმცა - დასცინის გვირგვინებსდა ათასების წინაშეგაორებული ღიღინებს -გაოცებულის ჯინაზე, -ღამეში - კელაპტარივით -ანთია ფაცხა მეგრული,ფაცხიდან გვებლატავებაძალიან გასამებული.