↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცხოვრება

მამედლი იმირ

2026-07-181 წთ საკითხავი7737 ნახვა

—
რას არ აკეთებს ამ ქვეყნად კაცი,ცხოვრება ერთხელ არ ეტყვის "გრაცი!"თუ ეტყვის, მხოლოდ ერთ სიტყვას ეტყვის:ა ც ე !
გზას განვლის გრძელს და ქვიანს და კაცურს,გაცვეთს ქალამანს ჩექმას და ფაჩუჩს,გზა მათრახივით გაიტყლაშუნებს:ა ჩ უ !
უნდა ბედის ქვა ერთთავად ზიდოს,რომ ის ქვა მერე საფლავზე ედოს.დრო პატრონივით მიზდევს და ყვირის:დ ი დ ჰ ო !
მერე ერევა ბილიკი თოკში,და სანამ არის სიცოცხლის შოკში,წინ გადუდგება წერა და ეტყვის:თ ო ქ შ ი !

მამედლი იმირ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი