↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ევქსინის პონტი

ტაბიძე ტიციან

2019-06-141 წთ საკითხავი4476 ნახვა

—
მშვენიერია ევქსინის პონტი,ვინ მოიგონა ეს ძვირფასი ხმა?მედეას ამბით შენ მომაგონდიდა ჟრუანტელმა გული დასიცხა.
როგორც საკირე დრაკონის ყბებითირწევა ოქროს ვერძების ტყავი,შენზე ოცნების გრიგალს ავყევიდა სიხარული მკლავს აურწყავი.
რაც უნდა გითხრა - იქნება სიტყვა,გამოუთქმელი მძირავს მეწყერი,ძველი მითოსის ტალღები მირტყამსდა ახალ არგოსს, ორფეოს, ვმღერი.
მაგარი, როგორც სარგის ჯაყელიდა ნაზი, როგორც ევქსინის პონტი,ტრიალებს ჩემში რაღაც სათქმელიდა გაღადრული მიშრება ყრონტი.
პალმების ტყეში მტრედივით გაგრამიფრინავს თეთრად იალბუზისკენ,მთვარეც ღრუბლების ტალღებში გაქრა,თითქო დევებმა ხელი უბიძგეს.
ისმის ზვირთების ზათქი, განგაში,როგორც სიმღერა არგონავტელთა,აგვისტოს ღამის ცის კამარაშიზღვა და ხმელეთი ისევ გამთელდა.
1926 წ.გაგრა.
ტაბიძე ტიციან

ტაბიძე ტიციან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი