პოეზია · ლირიკა
ებრაული მელოდია
1ბაბილონიდანახლო იყო მაინც სიონი,მოჰქონდათ სუნთქვაკედრონისა უდაბნოს ქარებს.და სდარაჯობდაგულზვიადი კავკასიონი,ხალხთა ტომებისგადარაზულ, დაკეტილ კარებს.ცრემლი ცრემლია,ორმაგია ცრემლი მიწისა;იჯდენ, სტიროდენმდინარეზე ბაბილონისა.თითქო ათას წლისწინ ედგათ მკვდარი,არაქსის მოთქმასბანს აძლევს მტკვარი.მოჰყვება რიჟრაჟს,წაჰყვება დაისს,ისმის ზრიალიოჰ, ადონაისს.ტანჯვა-წამებარაც შეაგროვა,რისხვად თავს აყრისხალხს იეღოვა.ეს წიგნი სისხლითშეღებილიადა სისხლს მოითხოვსმაინც ბიბლია.დახუჭავ თვალებსდა სიზმარში ცრემლნი მოდიან,აქამდე სტირისებრაული ეს მელოდია.და ჟღერს უკვდავიბაირონის მრისხანე ქნარი,ჰანრიხ ჰაინესმიმატებულ ცრემლით დამდნარი.პოეტის სიყრმეგანა ამ ხმას სადმე ასცდება?..ჩქარა, მგოსნებო,თორემ გული მართლა გასკდება...
2მეც მაგონდება ჩემი ბავშვობა,მესმის, ღუღუნებს დავითის ქნარი.ჲაფეთის ქალი, პანტოფრეს ცოლი,ყრმა იოსების მშვენებით მკვდარიდა სიდონია, სვეტიცხოველი,შემოხიზნული აბიათარი.ამ დროს ეზოში დაყეფავს ძაღლიდა მიასკდება გაღებულ ჭიშკარს,შუკის ბოლოში ისმის ძახილიდა დანიელა მოუხმობს მუშტარს.წინ გაუგდია თავის ისაკა,ერთს თვითონ იტყვის, სხვას ბავშვი ბღავის:- საპონი, შპილკა, გუნდა, მიხაკი,ნუთუ არ გინდათ, ხალხო, არავის?აბა ფართალი, ფარჩა, ფართალი!დაედევნება მეწვრილმანესაცელქი ბიჭების მთელი კალია,და საწყალ ცხენის ძუა სად არი?ფიცავს და სტირის, ცრემლი არ გჯერა,ღმერთსაც ატყუებს დღეში ასჯერა.ვინ იცის, თავს მას რაოდენი გადახდენიათრევა, წანწალი და ჩარჩობა მისი ბედია.ცრემლით ვთხოვ დედას, ამ საწყალ კაცს ნუ ევაჭრება,თითქო გულს ადევს თავის ადლზე საპნის ნაჭრებად.შემდეგ გავიგე ამ საწყალის ხმა განწირული,როცა ბეილისს გაუმართეს გასამართლება.გრგვინავდა მაშინ სტუდენტების გული გმირული,მაგრამ მართალი გულის კაცი აქ რას გახდება.ღატაკ უბნებში გაიმართა ფიცხელი ომი,საბედისწერო მე ვიგრძენი სიტყვა ”პოგრომი”.