↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გამოტოვებული გაზაფხული

სადღობელაშვილი მარი

2011-07-141 წთ საკითხავი1067 ნახვა

—
ბოლოს რომ გნახე,თოვლი გადაბელე გულის აივნიდანდა თვალსიქით რომ დაგიგულე,გამოგეპარე,კარები გამოგიჯახუნედა გავიყოლე გაზაფხულები,სავარაუდოდ_ბევრი.ალბათ მალე შემობრუნდიმოშლილ ბუდეში,სადაც სევდის ჭვარტლიან ჩვრებშიმძინარე დავტოვე მომაკვდავი გრძნობადა ჩვენი არდაბადებული პირმშო.ეტყობა გული სწორედ ისე მეწურება ახლა,როგორც შენ მაშინ,ზამთრის გასაცილებლად რომ წახვედი,დაბრუნებული გაზაფხულს ელოდი დაჭერგადახდილ, იატაკმორყეულოთხკედელში,უფრო ზუსტად_სამკედელნახევარში_შემოგეფეთა სიმარტოვის სულშემხუთავი ლავადა არდაბრუნების გამყინავი სიგრილე,შემოდგომისფერი კაბით.და ზამთრიდან ზამთარში გადაალაჯესაფეთქლებთან ოდნავშეპარული სითეთრით,ისეთმა, როგორიც დამამახსოვრდი,ახლაგაზრდა ბებერმა.თან წურბელასავით შემოგეწება მკერდზეჩვენგან გამოწოვილი სისხლით შეთხუპნულიდა ჩვენი ვერდათვლილი გაზაფხულებითსავარაუდოდ გამაძღარიერთადყოფნის ჰიპოთეზა...

სადღობელაშვილი მარი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი