↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თვითკრიტიკული სონეტი

სტურუა ლია

2013-05-121 წთ საკითხავი18614 ნახვა

—
სამოთხე კია საქართველო სხვისთვის და სხვისთვის,
ჩემთვისაც, მაგრამ უკვე ვიცი გულით და თავით
ხავერდოვანი ნიავები უფრო ფიტავენ,
აქ უფრო მკვეთრად, უფრო მეტი იღვრება სისხლი
კი, მართალია, ყველა ჯოხი ყვავილებს ისხამს,
ყველა ქვა ფიქრობს, ემოციებს იოკებს ბავშვი,
ნიჭიერები თავის ბოღმას ხარშავენ ქვაბში,
რომელსაც ლექსად მოგაჩვენებს დილა სისხამი.
სიტყვებს არა აქვთ ზომიერი, ზუსტი მიზანი,
მათი წყალობით უცხო წალკოტს აგიშენებენ,
ვარდ-ბულბულიანს, ფარვანიანს და აღზევებულს,
რაც უნდა უმტრო, მერე აღარ გაგაძევებენ,
ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ უყვართ სუსტი, ხიზანი,
მიწას კარგავენ, მერანს ცაში მიაჭენებენ.

სტურუა ლია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი