↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მინის ქარხანა

იათაშვილი შოთა

2020-11-171 წთ საკითხავი4166 ნახვა

—
პიონერები ექსკურსიაზე წაგვიყვანესმინის ტარის მწარმოებელ ქარხანაში.მამაკაცები იდგნენ ამაყად,ზეცისაკენ აეშვირათ თავები დაუბერავდნენ...
ისე, როგორც ანგელოზები ბუკ-ნაღარას სახარებაში...
ჩვენ კი ვიდექით გაოგნებულნი და ვუყურებდითთანდათანობით ბოთლები როგორ იძენდნენ ფორმას...
ვიდექით და ვუყურებდით...
დროც გადიოდა...ვბერდებოდით ნელა-ნელა.
ბერდებოდნენ და იხოცებოდნენის საოცარი,წვერგაუპარსავი, ღიპიანი ანგელოზებიც,რომლებიც იდგნენ მინის ქარხნებში,და გამოჰყავდათ სულის შებერვითღვინის, არყის, ლუდის ბოთლები...
ბოთლები გვიდგას ახლა სუფრაზედა ვასხამთ,ვისხამთ,ღვინოს, არაყს, ლუდს,და ვსვამთ, მაგრამყველაზე ცუდი არის ის, რომარავის გვახსოვს,რომ იდგნენ კაცები, ყელმოღერებულნი,და უბერავდნენ,და ბოთლებიიბადებოდნენ, როგორც ბოთლები...
ჩვენ კი ვიდექით - პიონერები.
იათაშვილი შოთა

იათაშვილი შოთა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი