↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი წიგნის მწერალი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20301 ნახვა

—
მიყვარს ოცნებით დახვეული ძველი გრაგნილი,მთაწმინდელების ეტრატები დაუჭკნობელი.თაფლით ნასიტყვი, ვარდის ენით გადათარგმნილი...სადღაც შენდობას იხვეწება წიგნის მკობელი:― მე საწყალობელს, მე ხელუღირსს, ცოდვა მერია,საგალობელი მრავალთავი დავიღიღინო.უცალო ვიყავ, უფრო ღამით დამიწერია,შეუნდოს ცოდვა, ვინც წერის დროს მიგზავნა ღვინო,ვინც მომაშველა ნასუფრალი პურის ნაწილი...ხელი დალპების, ხოლო მწერლის რჩება ნაწერი.მე ჟამთა ზღვაში წიგნი ჩავდგი, როგორც ფაცერი,ზედ მარგალიტით გავიშუქე ხსოვნის მანძილი.
*დავწერე წიგნი და ვადიდე ჩემი უფალი,შესაფრფინავი, მშვენიერი და სატურფალი.დავწერე წიგნი და ზედ გულმა შუქი ათოვა,დავწერე წიგნი, წიგნმა თავი გაიმნათობა...და მსურს, თქვენს გულშიც კვლავ მღეროდესჩემი ბულბული,ჩემი ოცნება სიყვარულში გადაღუპული.დღითიდღეური თქვენში ცოცხლივ სუნთქვა მწყურიადა ჩემი სიტყვაც მხოლოდ ამის მეხვეწურია...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .დე, ჩემს ეტრატში ნუ ჩასდებენ დამჭკნარ ნარგისებს,ვიცი, ოცნებით სადღაც ვინმე შემივარგისებს;მომიგონებენ მეგანძურად არა მეფენი,არამედ ჩემებრ მიკარგული მეოცნებენი...
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი