↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ძველი ქართული წარწერები

გიორგი ლეონიძე 1899–1966

2016-05-131 წთ საკითხავი20297 ნახვა

—
წარწერა თასზე
მთას იქით ჩასჭკნა ყვავილინაქროლი ნიავქარისა;ჩუქურთმა გამოყვანილივიყავი მინანქარისა.ახალგაზრდობა სად გაჰქრადა სიჭაბუკე მთვარისა?თასი ვარ მარიამისა,მოხუცებულის, მცხრალისა...

ტაძარზე

მთაზე ვაშენე ტაძარი,ნაშენი არა იყო რა;შემეწეოდა ერთგულადსაწყალი ხარი ნიკორა, ―აღმართებსა და კლდეებზექვისა და ხე-ტყის მთრეველი;შენ დაუმკვიდრე ნიკორას,უფალო, სასუფეველი!

რაინდის ეპიტაფია

მიყვარდა სმა და ნადიმი,ამხანაგები რჩეული,თეთრი მიმინო მიყვარდა,ჩემს ცერზე შემოჩვეული.ვიცოდი მიჯნურისათვისცრემლთაღვრა, გაჭრა, ხელობა,რაზმის გაპობა სეტყვასებრ,ყაბახზე ცხენფიცხელობა;მომსხლა სიკვდილის ნამგალმა,საფლავს მქნა ჩამონაყარი,დავტოვე ცოლი ლამაზი,ცხენი და კოშკი მაღალი...ცხენი უკუღმა აჰკაზმეთ,ცოლმა დაიჭრას კავები,ხმალი ხელთ დამაჭერინეთდამიწებული მკლავებით,დაფას დაჰკარით მიმღერეთ,სთქვით შოთას ტკბილი ტაეპი.
გიორგი ლეონიძე

ავტორი

გიორგი ლეონიძე 1899–1966

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წ. სოფელ პატარძეულში (საგარეჯოს რაიონი). 1918 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა თბილისის ახალგაზრდულ ქართულ უნივერსიტეტში.

ყველა ნაწარმოები (303) →

გიორგი ლეონიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი